ბარში ჯაფარასთან, რომელიც გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის ლიდერმა დღეს, დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნა, ამჯერად მუნიციპალური ინსპექცია მივიდა.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, რომ მუსიკის ხმის დეციბალებს გაზომავენ. მათი განცხადებით, ინსპექციას ერთერთმა მეზობელმა საჩივრით მიმართა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილ ბარში შრომის ინსპექცია და პატრული იყო მისული. მათ ზურაბ ჯაფარიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.
ბარი დღეს, 19:00 საათზე, დაუმორჩილებლობის ნიშნად გაიხსნა და მისი პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენაა მიმართული.